ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. დარჩენილ დროში კვარაცხელიამ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა — გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ მისი თამაში შეაფასა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ. CBS Sports-ის ეთერში მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში კვარაცხელიასთვის ყველაფერი იდეალურად არ მიდიოდა, თუმცა მოედანზე შესვლის შემდეგ მან თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ანრის თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და გუნდს გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი შეფასებით, სწორედ ასეთი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება ახასიათებთ დიდ ფეხბურთელებს, რომლებიც რთულ მომენტებშიც ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას.
